воскресенье, 29 июня 2014 г.

დღე მეხუთე

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო:ვიმუშავე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე,რაც ძალიან მომეწონა.:))) ძალიან საინტერესო ყოფილა მოსწავლის გადმოსახედიდან აზროვნება.
პარალელურად ვსწავლობთ და ვეჩვევით სხავადასხვა საოფისე პროგრამაში  მუშაობას.
     მოწონს ეს კურსი!:)))))

пятница, 27 июня 2014 г.

დღე მეოთხე

დღევანდელი დღე იყო ძალიან სასარგებლო ჩემთვის,რადგან ვისწავლე ონლაინ-ტესტის გაკეთება.ვფიქრობ ეს მეთოდი ძალიან დამეხმარება საგაკვეთილო პროცესის ეფექტურობის გაზრდაში.
ასევე ნელ-ნელა ვავსებ პროექტის გეგმის შაბლონს,ძალიან მომწონს ეს პროცესი,რადგან ბევრს ვსწავლობ.

понедельник, 23 июня 2014 г.

დღე მესამე

გუშინ გვქონდა მესამე დღე ინტელის კურსისა.კმაყოფილი ვარ ამ დღის,რადგან გავიხსენეთ ყველაფერი,რაც წინა 2 დღეს გავიარეთ.ძალიან მომწონს ის,რომ ნელ-ნელა,ეტაპობრივად ვახდენთ პროექტის გეგმის შევსებას.მაგ.:გუშინ ვიუშავეთ შეფასების გეგმაზე,რისი გაკეთებაც მე,პირადად მიჭირს-ხოლმე.გუშინდელი დღის შემდეგ დარწმუნებული ვარ თავისუფლად შევძლებ მის ჩამოყალიბებას მომავალში,საგაკვეთილო პროცესისთვის.

суббота, 21 июня 2014 г.

დღე მეორე

გრძელდება ძალიან საინტერესო ტრენინგი.დღეს ვისწავლე ბუკლეტების გაკეთება,რომლებიც აუცილებელია(ჩემი აზრით) პროექტის გაკეთების დროს. ამ დღეების მეშვეობით უამრავი ახალი იდეა თუ აზრი მომდის თავში,რის განხორციელებასაც აუცილებლად შევეცდები საგაკვეთილო პროცესში.(სექტემბრიდან)

воскресенье, 8 июня 2014 г.

დღე პირველი

                                                     

ძალიან ინფორმაციული დღე იყო,თუმცა დამღლელი.ბევრი მნიშვნელოვანი რამ გავიგე და ვისწავლე,რისი ცოდნაც აუცილებელია  ყველა პედაგოგისთვის,რომ შეძლოს ეფექტურად მუშაობა.მაგალითად დღეს გავიგე ინტელის სასწავო კურსის შესახებ და ძალიან მომეწონა.ასევე  უფრო ნათლად გავიაზრე თუ რა მნიშვნელობა აქვს პროექტების შედგენას და მათ გამოყენებას.